მაკა ბოჭორიშვილი - უვიზო მიმოსვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ევროკავშირთან ურთიერთობებში - არის მცდელობა, ევროკავშირი რაიმენაირად აიძულონ, რომ სწორედ ეს გამოიყენონ პოლიტიკურ ინსტრუმენტად

უვიზო მიმოსვლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროკავშირთან ურთიერთობებში. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მიღწევა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ მიაღწია და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ მიღწევით, ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი სასურველი მიმართულება არის ევროკავშირი, დიდწილად სწორედ ევროკავშირში იხარჯება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების შემოსავალიც. ბოჭორიშვილის განმარტებით, ეს არის ის, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მიღწევა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ სწორედ ამ მიღწევით, ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ძალიან ხშირად არის მცდელობა, ევროკავშირი რაიმენაირად აიძულონ, რომ სწორედ ეს გამოიყენონ პოლიტიკურ ინსტრუმენტად საქართველოსთან ურთიერთობებში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც მე ვხედავ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომელთაც უღირთ საქართველოს მოქალაქეების დასჯა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა და ნამდვილად არ ვარ ამაყი, როდესაც ამას ვამბობ და ვხედავ, რომ ჩვენ რეალობაში ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, არსებობენ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროკავშირი ძალიან კარგად აფასებს და ეს არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან შეიძლება გაჟღერდა, ჟღერდება და შეიძლება გაჟღერდეს სპეკულაციები, მსგავსი რამ არ მოხდება იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ძალიან სერიოზულ მიღწევებზე, შედეგებზე და რეფორმებზე დაფუძნებული მიღწევა. საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამით ესარგებლათ ჩვენ მოქალაქეებს და ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ევროკავშირის თითოეულ ქვეყანასთან იმისთვის, რომ თუკი რაიმე გამოწვევა არსებობს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას უვიზო მიმოსვლას, ყველაფერზე იყოს თანამშრომლობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებში ჰყავს პოლიციის ატაშეები, რაც სწორედ უვიზო რეჟიმის კონტექსტში განხორციელდა. ასევე, მისივე თქმით, ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან ორმხრივი თანამშრომლობა არის უმაღლეს ნიშნულზე.

გარდა ამისა, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტი.

„რა თქმა უნდა ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები ჩვენ ეროვნულ ინტერესებთან იყოს შესაბამისობაში და მაქსიმუმი გავაკეთოთ სარგებლის მისაღებად ამ ურთიერთობებში. მე უკვე აღვნიშნე, აშშ-სთან იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ურთიერთობების პოზიტიურ კონტექსტში გადატვირთვა და შევძლებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსით დატვირთვას და უფრო გაძლიერებას ამ ურთიერთობების“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სამმა გაერთიანებულმა კომიტეტმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, მაკა ბოჭორიშვილს ნდობა გამოუცხადა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია