სახალხო დამცველის აპარატი პოლიციელების მხრიდან ნათია ძიძიგურის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი პოლიციელების მხრიდან ნათია ძიძიგურის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი 25 ნოემბერს დაუკავშირდა ნათია ძიძიგურს და უწყების მიერ საქმის შესწავლის გადაწყვეტილება აცნობა.

„სახალხო დამცველის აპარატს სურს გამოეხმაუროს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, რომელიც ეხება სახალხო დამცველის რეაგირებას პოლიციელების მხრიდან ნათია ძიძიგურის მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხთან დაკავშირებით.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი 25 ნოემბერს დაუკავშირდა ნათია ძიძიგურს და აცნობა, რომ აპარატი შეისწავლის მის საქმეს და გამოითხოვს ინფორმაციას ყველა შესაბამისი უწყებიდან. მას ასევე დეტალურად განემარტა სახალხო დამცველის მანდატი და სახალხო დამცველის აპარატისთვის განცხადებით მომართვის პროცედურები.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი მისი მანდატის ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის საქმის მასალებს და შედეგების თაობაზე დამატებით აცნობებს საზოგადოებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება