ირაკლი ჩიქოვანი - ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან

ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს - გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებსა და რიგითებს; ასევე, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებსა და გმირებს, რომელთაც ქვეყნის წინაშე ღირსეულად და თავდადებით იმსახურეს. მინისტრობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან.

„ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართული ჯარის მიმართ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გამოხატული განსაკუთრებული დამოკიდებულება, რაც, მისი თქმით, მადლობას იმსახურებს როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, ისე პოლიტიკური გუნდის მიმართ. მინისტრობის კანდიდატმა გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და პოლიტიკურ გუნდს. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტის მუშაობა, „ქართული ოცნების“ გუნდის საქმიანობა იქნება ნაყოფიერი, ქვეყნისა და ხალხისთვის მშვიდობის, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს