თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხუთშაბათს ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნებზეა საუბარი და რომლის მიზანიც იმ შედეგების არაღიარებაა, „რაც ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას არ ასახავს“

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხუთშაბათს ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნებზეა საუბარი და რომლის მიზანიც იმ შედეგების არაღიარებაა, „რაც ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას არ ასახავს“.

როგორც ბოკუჩავამ სტრასბურგში განაცხადა, იქ იმყოფება იმისთვის, რომ ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეთა ხმა ჩაეტანა.

„როგორც გუშინ, რუსთაველზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, გუშინ ღამით წამოვედი სტრასბურგში იმისთვის, რომ ევროპარლამენტში ჩამომეტანა საქართველოს მოქალაქეთა ხმა, რომელთაც ივანიშვილმა წაართვა არჩევანი და ამით ევროპული პერსპექტივა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. სულ რამდენიმე საათში დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები რეზოლუციაზე, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს ხუთშაბათს და სადაც, ბუნებრივია, საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ ამ რეზოლუციაზე მუშაობა დავიწყეთ ჯერ კიდევ წინა კვირას ვიზიტისას და რა თქმა უნდა, მიზანია საერთაშორისო არაღიარების შენარჩუნება, იმ შედეგების არაღიარება, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და რომელიც ჩვენ ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად უნდა გახდეს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის