ვახტანგ გომელაური - ჩემ მიმართ არანაირი სანქციები არ არის, მე არ გამიგია, არც მოუწერიათ - არც აქ, არც ევროპაში არ შემქმნია პრობლემა თანხის გადარიცხვაზე ან ვიზიტზე, ვმოძრაობ ჩვეულებრივ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მის მიმართ რაიმე სახის სანქციის დაწესებაზე ინფორმაცია არ აქვს და არც ფინანსურ და არც სავიზო მიმართულებით ამ დრომდე პრობლემები არ შეჰქმნია.

აღნიშნულის შესახებ გომელაურმა პარლამენტში, ჟურნალისტების შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ ისაუბრა.

„ჩემ მიმართ არანაირი სანქციები [არ არის], მე არ გამიგია. არც მოუწერიათ. არც აქ, არც ევროპაში არ შემქმნია პრობლემა თანხის გადარიცხვაზე ან ვიზიტზე - ვმოძრაობ ჩვეულებრივ. პირველად გავიგე. ყოველ შემთხვევაში ჩემ მიმართ არ გამოუცხადებიათ, რომ ვახტანგ გომელაურის მიმართ სანქციები დაწესდა. არაფერი მომსვლია, თუ ფარულად დამასანქცირეს, არ ვიცი. არაფერი - არც სავიზო და არც ფინანსური, არ მომსვლია“,- განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა მისთვის პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატებიდან სანქციების დაწესება, გომელაური ამბობს, რომ ეს სასიამოვნო არა, თუმცა „ყველაფერი დალაგდება“.

„რა თქმა უნდა, სასიამოვნო არაა. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყველაფერი დალაგდება. ჩვენი მეგობრები არიან. ბევრი გვაქვს ერთად გაკეთებული, ბევრი გვერდში დგომა გვახსოვს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული. არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც გაწყდება და ჩვენს შორის ღობე გაჩნდება. დღეს თუ არა, ხვალ დალაგდება“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გარდა ამისა, გომელაურმა უპასუხა კითხვას, თუ როდის იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლოს, რაზეც მინისტრმა თქვა, რომ აშშ-ში 5 წელია არ წასულა.

„ალბათ, რამდენიმე წლის წინ. ბოლოს, როდესაც ოფიციალური ვიზიტი მქონდა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი. მაგის შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, 5 წელია, არ წავსულვარ“,- განაცხადა გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს