ირაკლი ჩიქოვანი - აშშ-ს მხრიდან დასანანი და გაუგებარი იყო  გადაწყვეტილება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებასთან დაკავშირებით - ვიმედოვნებ, გადაწყვეტილებები გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე გადახედილი იქნება

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ღირსეული პარტნიორის“ გადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე“ გადახედავს.

როგორც ჩიქოვანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა, აშშ-ის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება „დასანანი და გაუგებარია“.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანანი და გაუგებარი იყო მიღებული გადაწყვეტილება "ღირსეული პარტნიორის" გადადებასთან დაკავშირებით. გეტყვით იმასაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვქონდა არაერთი წვრთნა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით ვატარებდით. ვიმედოვნებ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, საბოლოო ჯამში, გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე გადახედილი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს