ვახტანგ გომელაური პოლიციელების მიმართ გამოთქმულ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებაზე - ეს არის სამარცხვინო ბრალდება, დაგვიმტკიცოს - 1%-საც არ ვუშვებ, რომ ასეთი რამ მოხდა

ეს არის მართლა სამარცხვინო ბრალდება, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური სამართალდამცველების მიმართ გამოთქმულ სექსუალური შევიწროების სავარაუდო ბრალდებებს. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ ფაქტს ის ერთი პროცენტითაც კი არ უშვებს და მიაჩნია, რომ ბრალდება მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცონ.

„ასეთი რამ მართლა არ გამიგია. არ ვიცი როგორ ვთქვა, ასეთი საქციელი, ბრალდება არასდროს ყოფილა ელემენტარულად. მუხლებზე დამაყენესო, მკვლელებს და რეციდივისტებს არ ვექცევით ასე რომ ვაკავებთ ხოლმე. ახალგაზრდა გოგოა, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ასეთი სისულელეები, ქართველმა პოლიციელებმა აიყვანეს, მუხლებზე დააყენეს და მიჰყავდათ. დაამტკიცონ. ასე მეც შემიძლია დაგაბრალოთ თქვენ, რომ მოხვედით ჩემს სახლში, აწამეთ ჩემი შვილი, ხომ უნდა დავამტკიცო ელემენტარულად? მან უნდა დაგვიმტკიცოს ჯერ ბრალდება. 1%-საც არ ვუშვებ, რომ ასეთი რამ მოხდა. მართლა ამაზრზენია. ისეთი ბრალდებაა, რომ ელემენტარულად, მე თვითონ მრცხვენია. ასეთი ბრალდება საიდან მოიგონეს, ძალიან ცუდი თემაა. როგორც შს მინისტრი და როგორც თუნდაც მოქალაქე ვამბობ, ერთ პროცენტსაც არ ვუშვებ. უმძიმესი, რაც იყო, თუნდაც 2012 წლამდე, მაშინაც არ დავუშვებ ასეთ რამეს“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციის დაშლისას დაკავებული მოქალაქე ნათია ძიძიგური პოლიციელებს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მისივე განცხადებით, სამართალდამცველებმა იზოლატორამდე მთელი გზა მუხლებზე დაყენებული ატარეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება