ლიეტუვის პრეზიდენტი - ვილნიუსში მომხდარი ავიაკატასტროფის რაიმე კონკრეტულ ვერსიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ბუნებრივია, რომ დივერსია გამორიცხული არ არის

ვილნიუსში მომხდარი ავიაკატასტროფის რაიმე კონკრეტულ ვერსიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ბუნებრივია, რომ დივერსია გამორიცხული არ არის, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბუნებრივია, რომ დივერსიის შესაძლებლობა არსებობს, ეს გამორიცხული არ არის. ამიტომ, ამის სერიოზულად გამოძიება მოხდება“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მისივე თქმით, რუსეთის დესტრუქციული ქცევები ყველა ავიაკატასტროფის რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო ჩარევის ვერსიის პრიზმაში დანახვას იწვევს.

„რუსეთი ისეთი სახელმწიფოა, რომ ამ მასშტაბის კატასტროფებში მისი როლის გათვალისწინება თითქმის ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ესპანური ავიაკომპანია Swiftair-ის თვითმფრინავი, რომელიც გერმანული კომპანია DHL-ისთვის ფრენას ახორციელებდა, გუშინ ვილნიუსის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად თვითმფრინავის ერთი პილოტი დაიღუპა, ეკიპაჟის სამი წევრის გადარჩენა კი მოხერხდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს