მირიამ ლექსმანი - „ოდირი“ ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშაა, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, ამიტომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება რეჟიმებისგან

ჩვენ გვაქვს ყველა სახის მტკიცებულება, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი - სამწუხაროდ, ვიცით, რომ „ოდირი“ ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშაა, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, ამიტომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამ რეჟიმების გავლენისგან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა „მთავარ არხს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა სანქციები ყველაზე მნიშვნელოვანია და რამდენიმე პიროვნება უნდა დასანქცირდეს, ვინც გაყალბებებზეა პასუხისმგებელი.

„ჩვენ გვაქვს ყველა სახის მტკიცებულება, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ახლა საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავეცნოთ დეტალებს. ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება, რომ გაასაჯაროოს დეტალები. მანამდე კი, სრულიად შეუძლებელია, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგები ვაღიაროთ.

ახლა ინდივიდუალური სანქციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ დავსჯით ყველას საქართველოში, ვინც მონაწილეობა მიიღო გაყალბებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავასანქციროთ რამდენიმე პიროვნება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ გაყალბებებზე. სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ „ოდირი“ არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამ რეჟიმების გავლენისგან და რაც მოიტანს სამართლიან შედეგებს და თუ დადასტურდება, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, შემდეგ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს