გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს - მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას საკრებულოებში, არ მიიღონ მონაწილეობა

ერთპარტიულად კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის, არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია, ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს - მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს საკრებულოებში, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარეშე, პრეზიდენტის 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის, უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღწევად და ფაქტობრივად, ამ გზით, შეეცდება თავისი „ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას“.

გახარიას განცხადებით, როდესაც საპარლამენტო არჩევნების კანონიერება, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის სხდომა ჩაატარა სრულად უკანონოდ, შესაბამისად, უკანონოდ აირჩა პარლამენტის თავმჯდომარე და ამ დღეებში უკანონოდ აირჩევენ საქართველოს მთავრობასაც.

„გუშინ ჩატარდა პარლამენტის პირველი უკანონო სხდომა, რომელიც სრულად გავიდა საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. პარლამენტს დღეს არ აქვს არც ქართველი ხალხის, არც საერთაშორისო საზოგადოების, არც სადამკვირვებლო მისიების ლეგიტიმაცია. როგორც შედეგი, პირველ სხდომას არ ესწრებოდა არც ოპოზიცია და არც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. ნაცვლად იმისა, რომ „ოცნებას“ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვებისთვის გაეცა პასუხი, მაგალითად, გაესაჯაროებინა არჩევნებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების სიები, კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. კერძოდ, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნების კანონიერება, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის სხდომა ჩაატარა სრულად უკანონოდ. შესაბამისად, საპარლამენტო რესპუბლიკაში უკანონოდ აირჩა პარლამენტის თავმჯდომარე და ამ დღეებში უკანონოდ აირჩევენ საქართველოს მთავრობასაც.

ამავე უკანონო პარლამენტმა დღეს საარჩევნო ვადების უხეში დარღვევით დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს. როგორც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარეშე, პრეზიდენტის 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის, უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღწევად და ფაქტობრივად, ამ გზით, შეეცდება თავისი ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას.

ერთპარტიულად კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის, არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია. ამისთვის ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკრებულოს წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, „ოცნების“ და „ნაცების“ მერე, საარჩევნო კოლეგიაში გვაქვს ყველაზე მეტი ხმა, პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს საკრებულოებში, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით კრიზისის პირველ ფაზაში და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქვეყანა არ გადავიდეს კრიზის შემდგომ უფრო ბევრად მძიმე ფაზებში და იმისთვის რომ არსებული კრიზისიდან რაც შეიძლება წარაფად და მინიმალური დაზიანებით გამოვიდეთ, საჭიროა, რომ არც ამ პარლამენტს, არც არჩევნებს, არც პარლამენტის მიერ არჩეულ მთავრობას და შემდგომ უკვე პრეზიდენტს, არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია. დღეს ეს არის ერთადერთი და ყველაზე სწრაფი გზა იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალურ მდგომარეობამდე. სამწუხაროდ, ამ კრიზისში შეგვიყვანა „ოცნების“ მიერ გაყალბებულმა არჩევნებმა“, - განაცხადა გახარიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო