მარკ რუტე - შეკავება და თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ - ნატო ჩვენი ტერიტორიების ყოველი სანტიმეტრის დასაცავად გვჭირდება

ნატო-ს ყველა მოკავშირის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საერთო თავდაცვის გაძლიერებაა, - ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ათენში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ყველა მოკავშირის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტის, ჩვენი საერთო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ შევთანხმდით. აღნიშნული მიზანი ძლიერ თავდაცვის ინდუსტრიასა და მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს, ასევე, ევროკავშირსა და ნატო-ს შორის უფრო ეფექტურ თანამშრომლობას“, - განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.

მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინელი მფრინავების სწავლების დროს დახმარებისთვის საბერძნეთი შეაქო.

„ასევე, ჩვენ შეკავება და თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ, მათ შორის, თავდაცვის სფეროში ინვესტიციებისა და წარმოების გაზრდით. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ნატო-ს სახით ალიანსი გვაქვს, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ყოველი სანტიმეტრის დასაცავად გვჭირდება“, - აღნიშნა მარკ რუტემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო