„ძლიერი საქართველო“ აჭარის უმაღლეს საბჭოში საარჩევნო სიას ხსნის

„ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ აჭარის უმაღლეს საბჭოში საარჩევნო სიას ხსნის, - ეს განცხადება "ლელო-საქართველოს" აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა გენო თებიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნება” არჩევნები მოიპარა.

“ძლიერი საქართველოს შემადგენლობაში შემავალ კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. ეს ეხება არამარტო საქართველოს პარლამენტს, ასევე ეხება აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, ჩვენი კოალიცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც თქვა, რომ ამ თამაშში და დიდ ქურდობაში მონაწილეობას არ მიიღებდა. არ მივცემდით ლეგიტიმაციას „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვტოვებთ „ ქართულ ოცნებას“ მარტო თავის ნაქურდალ მანდატებთან ერთად, რა თქმა უნდა მივაღწევთ იმ საწადელს, რასაც ჰქვია ამ ქვეყნის განვითარება და დემოკრატიისკენ სვლა”,- აცხადებს გენო თებიძე.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული არიან “ქართული ოცნებიდან” 13, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობიდან” 4, “გახარია-საქართველოსთვის” 2, “კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა” 1 და “ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” 1 წევრი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს