რასა იუკნევიჩიენე - ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს უფრო ძლიერი, ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდება

ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს კიდევ უფრო ძლიერი. ჩვენ გვაქვს გარკვეული შეშფოთებები. რა თქმა უნდა, ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა განმარტა, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და საპარლამენტო არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნა, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ ელექტორალურ გარემოში, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.

მისივე თქმით, თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი მიღწეული უნდა იქნას ერთ წელიწადში.

“ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად და დამოუკიდებლად. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და საპარლამენტო ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ ელექტორალურ გარემოში, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რათა უზრუნველყოფილ იქნას თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი ერთ წელიწადში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, არ ვიცი რამდენად მივიღებთ ამ შეტყობინებაზე „ქართული ოცნებისაგან“ რეაქციას, თუმცა ეს არის ქვეყნისთვის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა, რომელიც არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მან ასევე ისაუბრა სანქციებზე და ჩამოთვალა ის ფიზიკური პირები, რომლებიც სანქციების სიაში შევლენ.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ამჯერად ჩვენ ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახელეთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ სიტუაციაზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე, თბილისის მერ კახა კალაძეზე, მმართველი პარტიის გენერალური მდივანზე, პარლამენტის სპიკერზე და რა თქმა უნდა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე და სხვებზე“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციაზე და აღნიშნა, რომ ოპოზიცია უნდა იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რადგან ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება „დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდება“.

„ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს კიდევ უფრო ძლიერი. ჩვენ გვაქვს გარკვეული შეშფოთებები. რა თქმა უნდა, ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევები ჩატარდება. ეს არის ყველა თქვენგანის, ყველა ქართველის პასუხისმგებლობა, რადგან ვერავინ იქნება უფრო მეტად ქართველი, ვიდრე თავად ქართველები“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ, რომლის თარგმანიც "მთავარ არხს" ეკუთვნის.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო