რასა იუკნევიჩიენე - არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს - ამჯერად ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახელეთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არსებულ სიტუაციაზე

ევროპარლამენტარის და საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, სანქციები არა მარტო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, არამედ სხვებსაც უნდა დაუწესდეს, რომლებიც საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლები არიან.

ევროპარლამენტარმა სანქციებზე საუბრისას ჩამოთვალა „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც სასანქციო სიაში უნდა შევიდნენ.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ამჯერად, ჩვენ ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახელეთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ სიტუაციაზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე, თბილისის მერ კახა კალაძეზე, მმართველი პარტიის გენერალურ მდივანზე, პარლამენტის სპიკერზე და რა თქმა უნდა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე და სხვებზე”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, რომლის თარგმანი „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია