პეტრას აუსტრევიჩუსი - მოვუწოდებთ, დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება, რაც შეიძლება სწრაფად  - ამ არჩევნებს საქართველოში ექნება უზარმაზარი გავლენა ევროკავშირთან ურთიერთობებზე

როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოებისაგან აუცილებელ სტანდარტებს, საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აუსტრევიჩუსი მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება.

„ველოდებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში არსებულ საკმაოდ მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით. როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოებისაგან აუცილებელ სტანდარტებს, საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას. ჩვენ არაერთი ანგარიში მივიღეთ არჩევნებიდან და ყოველივე ამან მიგვიყვანა იმ აზრზე, რომ შევთანხმებულიყავით არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის გამჭვირვალე, არც თავისუფალი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს საქართველოში ექნება უზარმაზარი გავლენა ევროკავშირთან ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საქართველოს სტატუსს კანდიდატ ქვეყანას”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა, რომლის თარგმანიც "მთავარ არხს" ეკუთვნის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს