ლაშა ტუღუში - ხელისუფლება და პარტია სხვადასხვაა, ჩვენთან კი ერთი, ახლა კიდევ უარესი გახდა, დრამატულად ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული - მოჯადოებულ წრეზე როდემდე ვიტრიალოთ? კამერა რომ გამოჩნდება, იღვიძებენ პოლიტიკოსები, მიდის და იძინებენ

მოჯადოებულ წრეზე როდემდე უნდა ვიტრიალოთ. კამერა რომ გამოჩნდება, პოლიტიკოსები მარტო მაშინ იღვიძებენ, კამერა მიდის იძინებენ, პროგრამებს არ წერენ, საზოგადოებასთან არ მუშაობენ, ხალხს არ ელაპარაკებიან, რა უნდათ. ეს ყველას ეხება, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, საჭიროა, რომ საქართველოში ევროპული ტიპის პარტიული სისტემები ჩამოყალიბდეს.

„ისეთი პარტიები გვჭირდება, როგორიც არის ევროპაში. 90-იანი წლების შემდეგ რამდენი ხანი გავიდა და პარტიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდა ქვეყანაში. ამიტომაც, ვერასოდეს შევძელით, რომ ერთმა პარტიამ მეორე ჩაანაცვლოს არჩევნების გზით. ყოველთვის ერთი და იმავე მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ: გაყალბება, მოტყუება, მაიმუნობა, კორუფცია, მედიები პარტიებთანაა შეზრდილი. ხელისუფლება და პარტია სხვადასხვა რამეა, ჩვენთან ერთი და იგივეა - ახლა, კიდევ უფრო უარესი გახდა, დრამატულად ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული. ასეთი რამე არ გამიგია, შეიარა პარლამენტში, „ახლა წავედი სახლში და ბიჭებო გააგრძელეთო“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში ძალიან ცოტა სიცხადეა და საჭიროა, რომ ოპოზიციამ უთხრას ხალხს რას აპირებს, რათა ხალხმა მათ მხარი დაუჭიროს.

„სიცხადე ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტი სიცხადეა საჭირო, რაც დღეს ნაკლოვანია, ცოტაა სიცხადე. ითქვა, რომ ახლა იწყება ბრძოლა და გაგრძელდება, მაგრამ რა მოლოდინები გაქვს უფრო მკაფიოდ უნდა ახსნა. გასაგებია, რომ არ შედიხარ პარლამენტში, გასაგებია, რომ ჩახსენი სიები, გავიგე, მაგრამ, რას აპირებ ამის შემდეგ, უნდა უთხრა ხალხს, თუ გინდა, რომ მხარი დაგიჭიროს ამ რთულ გზაზე. ემოციურად კი არ უნდა ილაპარაკო, რომ დაჯდები და მოიფიქრებ, აღარ გამოვა ეგრე“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო