ჯო ბაიდენი - ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და „ჰეზბოლა“ შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაეთანხმნენ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნაჯიბ მიქატის. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე შედის ძალაში.

„კარგი ამბავი მაქვს ახლო აღმოსავლეთიდან. ვესაუბრე ლიბანისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებს და მოხარული ვარ განვაცხადო: მათ მიიღეს შეერთებული შტატების წინადადება ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამანადგურებელი კონფლიქტის დასრულების შესახებ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი განმარტებით, შეთანხმება ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას. ისრაელი თანდათან გაიყვანს თავის ძალებს 60 დღის განმავლობაში, ლიბანის არმია კი ისრაელთან საზღვარზე ტერიტორიას გააკონტროლებს, რათა უზრუნველყოს, რომ „ჰეზბოლამ“ თავისი ინფრასტრუქტურა არ აღადგინოს.

”ორივე მხარის სამოქალაქო პირები მალე შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ თემებში,” - აღნიშნა ბაიდენმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს