Euronews საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოს ზამთრის კურორტებზე მოგზაურობას ურჩევს

Euronews საქართველოს შესახებ, ვებგვერდზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოს ზამთრის კურორტებზე მოგზაურობას ურჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც Euronews-ის ჟურნალისტი კრეიგ სოერსი აცხადებს, საქართველო თანამედროვე კურორტებითა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა.

„2015 წელს ტეილორ ფერგიუსონი პირველად ეწვია საქართველოს რამდენიმე დღით, მაგრამ მალე გეგმები შეცვალა და ახლა უკვე გუდაურში მე-10 სეზონისთვის ემზადება. აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ალპებივით ხარისხიანად შეიძლება სრიალი და ალპებზე უფრო იაფია. აქ კარგი ინფრასტრუქტურა და ხარისხიანი თოვლია და არც ხალხმრავლობაა ამბობს ფერგიუსონი. ჩემნაირი ახალბედა მოთხილამურეებისთვის კი გუდაური ნამდვილი ოცნებაა. აქ ხეები არ არის და საფრთხე არ გემუქრება. გუდაურში უამრავი სასტუმრო, კვების ობიექტი და სათხილამურო სკოლაა“,- წერს Euronews-ის ჟურნალისტი.

გუდაურთან, ერთად სტატიაში აღწერილია ბაკურიანის, გოდერძის, ჰაწვალისა და თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტები.

„მაღალი მთებით და დაბალი ფასებით საქართველო კონკურენციას უწევს ევროპის საუკეთესო სამთო კურორტებს. საქართველოს მთავრობამ დიდი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. როგორც ფერგიუსონი ამბობს გუდაურში შესანიშნავი საბაგირო ინფრასტრუქტურაა, გონდოლები მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებმა დაამზადეს“, - წერს კრეიგ სოერსი.

მათივე ცნობით, Euronews-ის სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს სათხილამურო კურორტები ევროპაში ყველაზე ბიუჯეტურია, სტატიაში სამთო კურორტებთან ერთად აღწერილია თბილისი და ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორიაც.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება