კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა (GCCA) და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი GCCA-ის თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მოაწერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმის გაფორმების მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, სამეცნიერო კვლევების განხორციელება, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრის მომზადება.

„კონფერენციის ფარგლებში მხარეები ორმხრივ დონეზე შეთანხმდნენ ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმოს, რომლებიც მიმართული იქნება კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და სტუდენტების აქტიურ ჩართულობაზე სააგენტოს საქმიანობაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც თბილისში წელს უკვე მესამედ ჩატარდა. ღონისძიების მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა. კონფერენციის ფარგლებში განიხილეს კონკურენციის პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება