ალექსანდრე წულაძე - 2029 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა ბაღი ავტორიზებული იქნება - გაძლიერდება სახელმწიფო ენის სწავლება ყველა არაქართულენოვან ბაღში

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, სახელმწიფო ენის სწავლება ყველა არაქართულენოვან ბაღში გაძლიერდება.

როგორც მან პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საბავშვო ბაგა-ბაღებში, ავტორიზაცია მომავალი წლიდან დაიწყება და 2029 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა ბაღი ავტორიზებული იქნება.

„მომავალი წლიდან დაიწყება საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ისტორიული პროცესი, ხოლო 2029 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა ბაღი ავტორიზებული იქნება, რაც გულისხმობს ხარისხობრივად განსხვავებული შედეგის მიღებას საბავშვო ბაღებში. ამასთანავე, პროცესების პარალელურად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ეროვნული უმცირესობებისთვის ბილინგვური განათლების დანერგვა ადრეული და სკოლამდელი ასაკიდან. კერძოდ, გაიზრდება დაფარვის არეალი და სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერება საბოლოოდ ყველა არაქართულენოვან ბაღში იქნება შესაძლებელი. ასევე, გავაგრძელებთ სკოლამდელი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის საბავშვო ბაღში ალტერნატიული სერვისების შეთავაზებას, განსაკუთრებით, მთის ან მცირეკომლიანი დასახლებებისთვის“,- განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს