განათლების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 2025 წლიდან მოსწავლეების ეროვნული შეფასება დაიწყება

2025 წლიდან მოსწავლეების ეროვნული შეფასება დაიწყება. უფრო კონკრეტულად, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ზოგადი განათლების ყველა საფეხურის ბოლოს მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რომელსაც მხოლოდ განმავითარებელი მიზნები ექნება და შედეგები მოსწავლის აკადემიურ შეფასებაზე არ იმოქმედებს.

„2025 წლიდან ვგეგმავთ, დავნერგოთ სიახლე - ეროვნული შეფასებების დაწყება. მომდევნო წლებში, ჯერ მე-6 კლასის, ანუ დაწყებითი საფეხურის ბოლოს, ხოლო შემდეგ მე-10 და მე-12 კლასებში, ანუ შემდგომი საფეხურების - საბაზო და სრული საშუალო განათლების დასრულების შემდეგ, ყველა მოსწავლის ეროვნული შეფასება მოხდება, რასაც თავდაპირველ ეტაპზე მხოლოდ განმავითარებელი მიზანი ექნება, ანუ მოსწავლის აკადემიურ შედეგებზე აღნიშნული ქულები არ აისახება და გულისხმობს გამოცდის ჩატარებას. ეს მოგვცემს უმნიშვნელოვანეს და საჭირო ინფორმაციას მთელი სისტემის შესახებ საქართველოს მასშტაბით. როგორც ინდივიდუალური სკოლის მასწავლებლის, ასევე, რეგიონის მასშტაბით თითოეულ საგანთან დაკავშირებით უკუკავშირი იქნება, რა დონეზე ისწავლება, რა გამოწვევებია თითოეულ სკოლაში ან კლასში.

რადგან ეს სისტემა დაინერგება მე-6, მე-10 და მე-12 კლასში, ფაქტობრივად მთელი ციკლის, სისტემის დანახვის საშუალება გვექნება, როგორ შეიცვალა და განვითარდა მოსწავლის მზაობა ყველა საფეხურის დასრულების შემდეგ. აღნიშნული სიახლე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, ყველა, ერთობლივად წარმატებულად გავართმევთ თავს“,- განაცხადა წულაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია