Financial Times - ჩინეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

ჩინეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Financial Times-ის ცნობით, ფართო ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ჩინეთის მოქმედი თავდაცვის მინისტრი, დონგ იუნი ამ თანამდებობაზე მყოფი ზედიზედ მესამე მინისტრია, ვის წინააღმდეგაც ბოლო პერიოდში კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

ჩინეთის საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური, დონგ იუნი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2023 წლის დეკემბერში დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ლი შანგფუ ჩაანაცვლა, რომელიც კორუფციის ბრალდებით გაათავისუფლეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს