კახა კალაძე - მიხეილ ყაველაშვილი ღირსეული ადამიანი და პატრიოტი კაცია - დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი ღირსეული ადამიანი და პატრიოტი კაცია. მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილს წარმატება უსურვა. კალაძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი „მოწოდების სიმაღლეზე იქნება“.

„ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილის სახით. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო. ის მართლაც ღირსეული ადამიანი, პატრიოტი კაცია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მან ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება, უნდა მოვახერხოთ ეს ყველაფერი სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ვფიქრობ, ერთობ მნიშვნელოვანია და მას წარმატებებს ვუსურვებ“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ