„კოალიციამ ცვლილებისთვის“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა. პარლამენტში „კოალიცია ცვლილებისთვის“ მანდატის მქონე 19-ივე წევრი მივიდა და განცხადება ინდივიდუალურად დაწერა.

„ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამომრჩეველმა ხმა ცვლილებისთვის მოგვცა. ერთადერთი უმთავრესი მიზეზი იყო ცვლილებები. ამიტომაც, მივიღეთ საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა საზოგადოებისგან. რასაც დღეს ვაკეთებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხალხის და ამომრჩევლის წარმომადგენლობაზე ვამბობთ უარს. არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებების მიღების მანდატზე ვამბობთ უარს. არა, პირიქით. ის გზა, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ, გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე; „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დარჩენაზე და ახალ არჩევნებზე. დიახაც, ეს ჩვენი აქტი ამ მიზანს მიაღწევს. მეც და თავად იძულებით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც, ვინც ახლა გვისმენს და ბატონი ყაველაშვილი წარუდგინეს ქვეყნის პრეზიდენტად, ისინიც კი ფიქრობენ, რომ დღეს, რაც ახლა ამ შენობაში ხდება, ეს არის საბჭოთა საქართველო. მას საერთო არ აქვს პარლამენტარიზმთან. შესაბამისად, ამ საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე ვამბობთ უარს. ეს არ არის მანდატი“,- განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება კითხვას, რა მოლოდინი აქვს კოალიციას, გაუუქმებს თუ არა პარლამენტი მათ მანდატებს, მელიამ აღნიშნა, რომ „რეჟიმისგან არაფერს ველოდებით“.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია უკვე გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის