ანა კობახიძე - მივმართავთ თვითგამოცხადებულ პარლამენტს, სასწრაფოდ გაითვალისწინოს გიორგი ვაშაძის განცხადება და გააუქმოს მისი ე.წ. მანდატი

მივმართავთ თვითგამოცხადებულ პარლამენტს, სასწრაფოდ გაითვალისწინოს გიორგი ვაშაძის განცხადება და გააუქმოს მისი ე.წ. მანდატი, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ წევრმა, ანა კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი იმოქმედებენ შესაბამისად, რათა „არალეგიტიმური პარლამენტი მარტო დარჩეს, როგორც არალეგიტიმური მთავრობის დაკომპლექტების პროცესში, ასევე პრეზიდენტის არჩევნების დროს“.

„როგორც უკვე ცნობილია, 26 ნოემბერს ცესკო-მ 3 პოლიტიკური სუბიექტის პარტიული სია გააუქმა. დღეიდან, არალეგიტიმური პარლამენტის მანდატების გაუქმება პირადი განცხადებით ე.წ. დეპუტატმა უნდა მოითხოვოს.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, პირველმა აღნიშნული განცხადებით გიორგი ვაშაძემ მიმართა და დაუყოვნებლივ მოითხოვა მისი ე.წ. მანდატის გაუქმება.

მივმართავთ თვითგამოცხადებულ პარლამენტს, სასწრაფოდ გაითვალისწინოს გიორგი ვაშაძის განცხადება და გააუქმოს მისი ე.წ. მანდატი.

ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს იმოქმედოს შესაბამისად, რათა საზოგადოებას ვაჩვენოთ ერთიანი პოზიცია; რათა არალეგიტიმური პარლამენტი მარტო დარჩეს, როგორც არალეგიტიმური მთავრობის დაკომპლექტების პროცესში, ასევე პრეზიდენტის არჩევნების დროს.

ჩვენი ბრძოლა გადადის ახალ ეტაპზე, და ამისთვის საჭიროა სრულად გაწყდეს ყოველგვარი კავშირი თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ანა კობახიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი