11 პირის სასამართლო პროცესი, რომელთა მიმართაც მარცხენა სანაპიროს, ასევე თსუ-სთან გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, გადაიდო

11 პირის სასამართლო პროცესი, რომელთა მიმართაც 10 და 17 ნოემბერს, მარცხენა სანაპიროს, ასევე თსუ-სთან გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, გადაიდო.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სხდომა 11 დეკემბერს გადადო.

როგორც ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ვერ ესწრებოდა, ვინაიდან მოსამართლეს სხვა სხდომებიც ჰქონდა ჩანიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი ფურცელი წარმოადგინა, რითაც უნდათ, რომ 18 წლის ბავშვები დააჯარიმონ იმ გარემოებებში, როცა ასეულობით, ათასეულობით ადამიანი იყო იმ მარშზე. 18 წლის ბავშვების გასამართლება ამ ერთი ფურცლით უნდათ, ეს არის მტკიცებულება, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიც, ოქმით უნდათ გასამართლება, რომელთაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ",- აცხადებს ტყეშელაძე.

ცნობისთვის, ადმინისტრაციული წარმოება 11 პირის - გოგა ფოლადაშვილის, თეონა ჭალიძის, თეიმურაზ ცერცვაძის, სოფიო კუპრაძის, ქრისტინე ბოტკოველის, ნიკა ფარულავას, ვახტანგ ხადურის, გაბრიელ კობახიძის, თინათინ პატარაიას, ბექა კვინიკაძისა და თენგიზ გეწაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს