მიხეილ სარჯველაძე - ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების სისტემა

ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, DRG სისტემა ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ჯანდაცვის სექტორში, რომელიც მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული.

„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც შეიძლება, პრაქტიკამ, ამ დრომდეც აჩვენა და მომავალშიც, აუცილებლად აჩვენებს. მისივე თქმით, თითოეულ ასეთ პრობლემაზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული.

დაფინანსების სათანადო მექანიზმები დაინერგება, ასევე, ინოვაციური მეთოდების განსხვავებული წესით დაფინანსებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი