მამუკა მდინარაძე მანდატების შეწყვეტის შესახებ ოპოზიციის განცხადებებზე - შემოიტანონ, იქნებ რა გადაწყვეტილებას ვიღებთ? იქნებ ვუწყვეტთ ან არ ვუწყვეტთ? კომფორტში არ ვაცხოვრებთ

განცხადება ქართულად არის თუ რუსულად? ჩელიაბინსკის პარლამენტში ქართულად თუ შემოიტანეს რა წესია, უნდა შემოიტანონ რუსულად, თან ხოშტარია რუსული ფულით არის დაფინანსებული და რუსული მშვენივრად იცის - დანარჩენებმა შემოიტანონ რუსულად და გარანტირებულად არ დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრების მიერ პარლამენტში საკუთარი მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადების შეტანას გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს „იმ მარაზმში, სადაც ამტკიცებენ, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა და რომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ“.

„განცხადება ქართულად არის თუ რუსულად? ჩელიაბინსკის პარლამენტში ქართულად თუ შემოიტანეს რა წესია, უნდა შემოიტანონ რუსულად, თან ხოშტარიას არ გაუჭირდება. რუსული ფულით არის დაფინანსებული, რუსული მშვენივრად იცის და ბარემ შემოეტანათ რუსულად. დანარჩენებმა შემოიტანონ რუსულად და გარანტირებულად არ დაკმაყოფილდება. აი, ამ მარაზმში უნდა შევყვეთ, ამ მარაზმში უნდა იყვნენ ისინი სულ. „ჩელიაბინსკის 300 ათასი გაყალბებული ხმა“, „გავიღვიძეთ ჩელიაბინსკში“ - ასეთი რაღაცები უნდა შესთავაზო ალბათ და ამაზე უნდა ველაპარაკოთ. ხოშტარია რომ გყავთ ლიდერად და ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო რომ ამბობ, რაღაცა უბედურება გჭირს. ამ მარაზმში უნდა იყვნენ და უნდა ამტკიცონ, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა ელექტრონულ არჩევნებში და ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ კომფორტში არ ამყოფებს ოპოზიციას და არ ეტყვის დაუკმაყოფილდებათ თუ არა მათ მანდატების გაუქმების შესახებ მოთხოვნა.

„შემოიტანონ, იქნებ რა გადაწყვეტილებას ვიღებთ? იქნებ ვუწყვეტთ ან არ ვუწყვეტთ? კომფორტში არ ვაცხოვრებთ. ის თუ ვუთხარით ვაკმაყოფილებთ თუ არა, უკვე ზუსტად ეცოდინებათ ამის შედეგები. მაგას წინასწარ როგორ ვეტყვით? შემოიტანონ, ხომ მაგრები არიან, თავმოყვარეობა ხომ აქვთ თავისი ჭკუით. მე გეუბნებით, რომ არ აქვს არც ერთს თავმოყვარეობა.

თუ ამასთან დაკავშირებით უარი ითქმება, ამის საფუძვლები არსებობს. თუ თანხმობა - ესეც საფუძვლიანი იქნება. ამას წინასწარ ჩვენ არ ვილაპარაკებთ. ამ ფუფუნებაში მათ პოლიტიკურ ცხოვრებას მე ვერ შევქმნი. ზოგს იმიტომ შემოაქვს, რომ ზუსტად იციან რა შედეგი იქნება. ზოგს იმედი აქვს, რომ არ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს. ზოგს იმედი აქვს, რომ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს. დავალება ასეთია მათი პატრონებისგან. ეგეც გადასაწყვეტია, ერთიანად მივუდგეთ თუ სხვადასხვანაირად. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, არც ამას ვეტყვით წინასწარ“,- განაცხადა მდინარაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში