მიხეილ სარჯველაძე - განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის (პჯდ) სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს უმნიშვნელოვანესი რგოლია, მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფისთვის, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ, პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სისტემის განვითარებისა და ქვეყნის მასშტაბით, სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე დამოკიდებულია, მაგალითად, არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის თავიდან არიდება. ეს არის სისტემა, რომელიც ყველაზე მეტადაა ახლოს ადამიანების საჭიროებასთან, გეოგრაფიულადაც კი ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია და მოქალაქის პირველი მრჩეველია - შეუძლია, სწორად დააკვალიანოს მოქალაქე ჯანმრთელობის პრობლემების გადასაჭრელად. ამ თვალსაზრისით, გვაქვს საკმაოდ დიდი, ამბიციური და მრავალფეროვანი გეგმები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი