მიხეილ სარჯველაძე - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარალელურად, ვგეგმავთ, ქვეყანაში შეიქმნას ბავშვთა ონკოლოგიის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარალელურად, ვგეგმავთ, რომ ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა შეიქმნას, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი 12 წლის მანძილზე, ჯანდაცვის უფლების უზრუნველყოფის მიმართულებით, რადიკალურად შეიცვალა ვითარება.

„იყო დრო, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები და მესვეურები, შავ ხვრელში ფულის გადაყრას ეძახდნენ. საბედნიეროდ, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ეს ასე აღარ არის და საქართველოში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი მიდგომები, რომ შავ ხვრელში ფულის გადაყრად თვლიდნენ ონკოლოგიური პაციენტის დახმარებას, აღარასდროს დაბრუნდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი