ნინო ლომჯარია - საკანონმდებლო რეგულირებიდან გავიდნენ ჩვენი ინსტიტუტები - ცესკომ და პარლამენტმა კანონის დარღვევით გამოაცხადა პრეზიდენტის არჩევნების თარიღი, რაც საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადებს ეწინააღმდეგება

საკანონმდებლო რეგულირებიდან გავიდნენ ჩვენი ინსტიტუტები. ცესკომ და პარლამენტმა კანონის დარღვევით გამოაცხადა პრეზიდენტის არჩევნების თარიღი, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადებს,- ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ განმარტა, გუშინ ცესკომ პარლამენტის ფუნქცია შეითავსა.

„პრეზიდენტის არჩევნების გამოცხადების და კანდიდატის წარდგენის დროსთან დაკავშირებით კანონი შეცვალა საკუთარი ნორმატიული აქტით. ეს არის უკანონო.

არამარტო პარლამენტის შეკრებაა არალეგიტიმური, საკუთარი უფლებამოსილების ცნობაა არალეგიტიმური, არამედ ახლა არის პრეზიდენტის არჩევნების გამოცხადება ცესკო-ს მიერ კანონის მოთხოვნების სრული უგულებელყოფით.

საკანონმდებლო რეგულირებიდან გავიდნენ ჩვენი ინსტიტუტები. ცესკომ და პარლამენტმა კანონის დარღვევით გამოაცხადეს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადებს“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი