„საქპატენტის“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, პატენტრწმუნებულთა სისტემის გაძლიერებაზე ღონისძიება იმართება

ევროკავშირი ახალ რეგიონულ პროექტს EU4IP ახორციელებს, რომელიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაძლიერებას ემსახურება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 27-28 ნოემბერს, თბილისში საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით - „პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო სისტემის რეფორმა საქართველოში“ მიმდინარეობს.

სემინარი „საქპატენტისა“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა და EU4IP პროექტის ხელმძღვანელმა იბონ ორმაზაბალმა გახსნეს.

„საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ბოლო წლებში „საქპატენტმა“ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად არაერთი რეფორმა განახორციელა, მათ შორისაა პატენტრწმუნებულთა სისტემის რეფორმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად იქნა მიღებული კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“, რომელიც ახლებურად, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად აწესრიგებს პატენტრწმუნებულის პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებს. სწორედ ამ რეფორმაზე იმსჯელეს სემინარის მონაწილეებმა მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, განიხილეს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან, მოსამზადებელ კურსებთან და განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტებთან დაკავშირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის პატენტრწმუნებულთა კვალიფიკაციის მოდელებზე, განიხილეს გამოცდის შინაარსის, ფორმატისა და შეფასების სისტემები.

ევროკავშირის, EUIPO-ისა და „საქპატენტის“ ერთობლივი ძალისხმევა მიმართულია, როგორც პატენტრწმუნებულთა სისტემის, ისე ინტელექტუალური საკუთრების დარგში სხვა რეფორმის ეფექტიანი განხორციელებისათვის, საბოლოო მიზანი კი ეროვნულ დონეზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოებაა.

ღონისძიებაში „საქპატენტის“ წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ პოლონეთის საპატენტო უწყების იურიდიული და იურისდიქციის დეპარტამენტის სამართალწარმოების საბჭოს წევრი, ექსპერტი ალექსანდრა ჰერმოინსკა,ლატვიის საპატენტო უწყების ადმინისტრაციული და საფინანსო დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელინა ველპე.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები.

სემინარზე დისტანციურად მონაწილეობა ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CEIPI) დირექტორმა იან ბაზირმა და ევროპის საკვალიფიკაციო გამოცდის საგამოცდო საბჭოს თავმჯდომარემ იაკობ კოფოედმა მიიღეს. ღონისძიებაში, ასევე, დისტანციურად მონაწილეობდნენ უკრაინისა და მოლდოვის ინტელექტუალური საკუთრების ოფისების წარმომადგენლები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ასევე, სემინარზე განხილულ საერთაშორისო პრაქტიკას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო