მიხეილ სარჯველაძე - ფსიქიატრიული მიმართულებით, უახლოეს პერიოდში, ხელშესახებად გაუმჯობესდება სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაცა და ხარისხიც

უახლოეს პერიოდში, ხელშესახებად გაუმჯობესდება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაცა და ხარისხიც, ფსიქიატრიული მიმართულებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, სამინისტრო, ამ მიმართულებით, ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით, სექტორის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს.

„ვგეგმავთ, მზარდი და მდგრადი ფინანსური რესურსით დარგის უზრუნველყოფას. მაქსიმალური ყურადღება გამახვილდება ხარისხიანი სერვისებით უზრუნველყოფაზე, შედეგიანობაზე. ამასთანავე, დაიწყება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების რეაბილიტაცია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი