თინა ბოკუჩავა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტს და ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს შეხვდა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობის” ლიდერთან, გიორგი ჩალაძესთან ერთად ევროპარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს.

პარტიის ლიდერები „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს და ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს შეხვდნენ, რომელიც არის საქართველო საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტში .

“ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან, მათ შორის შევხვდით ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს, საქართველოს მომხსენებელს ევროპარლამენტში რასა იუკნევიჩიანეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა და მათი მოთხოვნა ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, აისახოს რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი ხვალ მიიღებს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს