სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მიანმარის სამხედრო რეჟიმის ლიდერის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მიანმარის სამხედრო რეჟიმის ლიდერის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა. ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, მიანმარის მმართველი ხუნტას ლიდერის, მინ აუნ ლაინის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ, ქვეყნის მუსლიმი უმცირესობების, როჰინჯების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ითხოვს.

„ამ გზით, ჩვენ, ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, ვაჩვენებთ, რომ როჰინჯები არ დაგვვიწყებია. მათ, როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ხალხებს, კანონით დაცვის უფლება აქვთ“, - განაცხადა კარიმ ხანმა.

კარიმ ხანმა აღნიშნა, რომ მალე დაპატიმრების ორდერების გაცემას მიანმარის სამხედრო ხუნტას სხვა ლიდერებისთვისაც მოითხოვს.

შეგახსენებთ, მიანმარში 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ სამხედროებმა აუნ სან სუ ჩის მთავრობა ჩამოაგდეს და ქვეყანაში სამხედრო მმართველობა დაამყარეს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ აუნ სან სუ ჩი სამხედრო ხუნტამ დააკავა. მას 27 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს