მიხეილ სარჯველაძე ტუბერკულოზის, C და B ჰეპატიტების მართვის პროგრამებზე -   მიღწეული წარმატებით არ ვკმაყოფილდებით, მუდმივად საუკეთესო მაჩვენებლებისათვის, ბრძოლას ურყევად გავაგრძელებთ

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის დეტალებსა და უზარმაზარ წარმატებაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ეს უნიკალური პროგრამა ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო. დღეს, საქართველოს შეუძლია, ამაყად თქვას, რომ აქვს საქვეყნოდ სახელგანთქმული C ჰეპატიტის მართვის პროგრამა. მისი განმახორციელებელი და სულისჩამდგმელი გახლდათ ბატონი თენგიზ ცერცვაძე და მინდა, ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მოვიხარო ქედი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე , - განაცხადა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას, B ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით, მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე.

„გაიზრდება B ჰეპატიტის მიმართულებით პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა. ასევე, შეგახსენებთ კიდევ ერთ დიდ წარმატებას - საქართველოში, დღეს, ტუბერკულოზით, იმაზე ნაკლები ადამიანია დასნებოვნებული, ვიდრე 2012 წლამდე, ამავე დიაგნოზით, იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში. სასწაული ამბავი მოხდა, ამ წლების განმავლობაში - მაშინ, პენიტენციურ დაწესებულებაში, იმაზე მეტი ადამიანი იყო დაავადებული ტუბერკულოზით, ვიდრე დღეს, მთელს ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე, ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ სხვა მიმართულებების მსგავსად, აქაც არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით - მუდმივად საუკეთესო მაჩვენებლებისა და საქმის ბოლომდე მისაყვანად, ბრძოლას ურყევად გავაგრძელებთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი