ანონსი  28 ნოემბერი

28 ნოემბერს, 09:30 საათზე, ევროკავშირის საელჩოში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით კირთაძე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილესთან, პიერ სალიერთან და პროექტის მენეჯერ, ანტონიო დალ-ბორგოსთან შეხვედრას გამართავს.

მის: ევროკავშირის საელჩო, ჭავჭავაძის 64

საკონტაქტო: დავით კირთაძე - 577 15 33 33

28 ნოემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534

(C კორპუსი, V სართული)

28 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა

მის: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

28 ნოემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

28 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

28 ნოემბერს, 13:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთი თურაზაშვილი და საბა ბუაძე “ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალურ განცხადებებს, მანდატების დათმობის შესახებ, საქრთველოს პარლამენტში წარადგენენ.

28 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში აფგან სადიგოვის საექსტრადიციო საქმის განხილვა გაიმართება.

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 11 44 72

28 ნოემბერს, 17:00 საათზე, "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის შეხვედრა გაიმართება.

28 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის სახელით, ევროკავშირს განცხადებით მიმართავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება