სახალხო დამცველი ახალქალაქში მოქმედ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და უფლებადამცველებს შეხვდა

2024 წლის 27 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ახალქალაქში მოქმედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა.

“შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე, მათ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. განიხილეს ასევე მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მათ შორს, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების, ახალგაზრდების მიგრაციისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები. ხაზი გაუსვეს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიების წარმოებისა და ეთნიკური უმცირესობების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის აუცილებლობას.

შეხვედრის მონაწილეებმა სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

ღონისძიება სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შეხვედრების ციკლის ნაწილს, რომელსაც სახალხო დამცველი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან რეგიონებში მართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს