დიმიტრი მედვედევი ნატო-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შესაძლებლობაზე - კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, გამორიცხული არაფერია

იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება, სამწუხაროდ, ვერც ერთ სცენარს ვერ გამოვრიცხავ, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ნატო-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება კონკრეტულ სამხედრო ობიექტებს, ბაზებს რომელიმე სახელმწიფოში, თუ კონფლიქტი ესკალაციის სცენარით განვითარდება, გამორიცხული არაფერია, რადგან ნატო-ს წევრი ქვეყნები, ფაქტობრივად, სრულად არიან ჩართულნი ამ კონფლიქტში,”- განაცხადა მედვედევმა ტელეარხ Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც საუბრობდა იმაზე, შესაძლებელია თუ არა რუმინეთისა და პოლონეთის ტერიტორიაზე სამხედრო ჰაბებზე თავდასხმები უკრაინის მხრიდან ახალი დარტყმების შემთხვევაში.

„იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება, სამწუხაროდ, ვერც ერთ სცენარს ვერ გამოვრიცხავ, თუნდაც ყველაზე რთულ და სამწუხარო სცენარს. ჩვენ არ გვსურს ასეთი სცენარი, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია“, - აღნიშნა მედვედევმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს