თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა

20-22 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ 15 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა - გერმანიის კონკურენციის ფედერალური სამსახურის პრეზიდენტმა, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის(ICN) მმართველი ჯგუფის თავმჯდომარემ, ანდრეას მუნდტმა.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დაარსების დღიდან, ჩვენს უწყებებს შორის ყოველთვის არსებობდა ორმხრივი კავშირები. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რა ტემპებით ვითარდება სააგენტო 2014 წლიდან და რამდენად წარმატებულია თავის საქმიანობაში. III საერთაშორისო კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის ექსპერტები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან, უზიარებენ ერთმანეთს დარგობრივ ცოდნას და გამოცდილებას“,- აღნიშნა ანდრეას მუნდტმა.

კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში სიტყვით გამოვიდა ტერესა მორეირა, UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

„მადლობა ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისთვის და UNCTAD-ის წარმომადგენლების ჩართულობისთვის. ვფიქრობ, რომ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება მარეგულირებელი ორგანოების მიერ გაერთიანებულ ფორმატში მთელი მსოფლიოსთვის კარგი მაგალითია, რადგან ისეთი გადამწყვეტი საკითხები, როგორიცაა კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებები იყოს სათანადოდ კოორდინირებული და ერთობლივად განხილული. ვულოცავ GCCA-ის ძალიან შთამბეჭდავ 10 წლიან შედეგებს. სასიამოვნოა, რომ ჩვენც ვართ ამ პროგრესის მოწმე და ასევე, რაღაც მხრივ, თანამონაწილე. ყოვლისმომცველი მიდგომა UNCTAD-თვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და ეს კონფერენცია არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლონ შესაბამისმა მხარეებმა ამ ღირებულებების და კურსის დასაცავად.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მრავალპოლარულობა იყოს ასოცირებული თანამშრომლობასთან და ჩვენ აუცილებლად უნდა დავრჩეთ ღირებულებების მიმართ ერთგული, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის კურსის გამტარებელი, რადგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში, საწარმოების და მომხმარებლების არჩევანის თავისუფლება არის უპირველესი მნიშვნელობის. UNCTAD-ის მთავარი ფოკუსია განვითარებადი ქვეყნების დახმარება. გქონდეთ ჩვენი იმედი, ამ მისწრაფებებში მუდამ დაგიჭერთ მხარს“,- აღნიშნა ტერესა მორეირამ.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობდა 50-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი და 300-ზე მეტი დელეგატი. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (ICN, UNCTAD, OECD, The EU DG COMP, The EU DG JUSTICE), სხვადასხვა ქვეყნების უწყების წარმომადგენლებთან ერთად განხილული იქნა - კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გამოწვევები, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგები და პრაქტიკა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო