სირიელმა ამბოხებულებმა დასავლეთ ალეპოში სირიის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს

სირიელმა ამბოხებულებმა დასავლეთ ალეპოში სირიის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი „თავისუფალი სირიის არმიის“ წყაროებსა და ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სირიის ოპოზიციურმა ძალებმა შეტევის, სახელწოდებით „აგრესიის შეკავების“ შესახებ „ტელეგრამ“ არხებზე გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ შეტევა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ბოლოდროინდელ საარტილერიო დაბომბვებზე პასუხს წარმოადგენს.

ოპოზიციური ძალების ცნობით, შეტევის შედეგად სირიის რეჟიმის ძალებიდან 37 ადამიანი დაიღუპა. ასევე, ამბოხებულებმა 13 სოფელი და დასავლეთ ალეპოში სირიის რეჟიმის უდიდესი ბაზა დაიკავეს.

სირიელი ამბოხებულების სამხედრო ოპერაციების სარდლობამ CNN-ს განუცხადა, რომ „ასადის ძალებთან და ირანულ შეიარაღებულ რაზმებთან ინტენსიური ბრძოლების შედეგად“ ქალაქ ალეპოდან 20 კილომეტრში მდებარე სოფელი ურმ ალ-კუბრა გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, 2020 წლის მარტის შემდეგ, როდესაც რუსეთმა და თურქეთმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადეს, ოთხშაბათს დაწყებული შეტევა ამბოხებულებსა და სირიის პრეზიდენტის რეჟიმს შორის პირველი მნიშვნელოვანი შეტაკებაა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს