ირაკლი კობახიძე - 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, ეს იყო არჩევანი ბნელ წარსულში დაბრუნებასა და ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს შორის

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოლფასი არჩევნები.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას კობახიძემ განაცხადა, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები კი იყო უკიდურესად პრინციპული არჩევნები.

„მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვა იმ არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს შედგა. ეს იყო უკიდურესად პრინციპული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინა არჩევნების იყო ერთმანეთზე მნიშვნელოვანი, ასეთი პრინციპული მნიშვნელობის მქონე არჩევნები ჩვენ მაინც არ გვქონია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოლფასი არჩევნები. ჩვენ საზოგადოებას ნათლად დავანახეთ ის, თუ რას ეხებოდა ეს არჩევნები. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის და საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას; ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და ჩვენმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა სწორედ ტრადიციულ ფასეულობებს; ეს იყო არჩევანი ბნელ წარსულში დაბრუნებასა და ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს შორის და საზოგადოებამ, ამ შემთხვევაშიც, მხარი დაუჭირა ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის