ირაკლი კობახიძე - დღეს პარლამენტში ოპოზიციის სკამები ცარიელია, თუმცა აქ რომ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც დღესაა

დღეს ოპოზიციის სკამები ცარიელია, თუმცა უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც დღესაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

კობახიძემ საზოგადოებას მანდატების მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენ იცით, სად უნდოდათ ჩვენი ქვეყნის დაბრუნება, რას განასახიერებენ ის ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას. მათი ხელწერა 9 წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იყო ადამიანების წამება, მკვლელობა, ბიზნესის სისტემური რეკეტი, მედიის მიტაცება, ომი, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და ა.შ. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ დანაშაულის, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ ჩადენილი. რა თქმა უნდა, თეორიულად მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავდა იმ ყველაფრის დაბრუნებას, რაზეც ახლა გვქონდა საუბარი და ეს საზოგადოებამ ბუნებრივია, არ დაუშვა.

სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ჯერ კიდევ ჰქვიათ ოპოზიცია. დღეს მათი სკამები ცარიელია, თუმცა უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც დღესაა. მინდა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. სწორედ ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა ჩვენ მანდატი იმისა, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებაზე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნდობის გამოცხადებისთვის მისული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მოსმენა დაიწყო.

კობახიძე სამთავრობო პროგრამას „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ წარადგენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს