ირაკლი კობახიძე  - ჩვენი ამოცანაა შევქმნათ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის შემცირების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული პროგრესი გვექნება

დასაქმების ნაწილში გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. განსაკუთრებით ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში, ამ ორ-ნახევარი წლის განმავლობაში შეიქმნა 170 000 ახალი სამუშაო ადგილი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 1 217 000 ადამიანი იყო დასაქმებული ჩვენს ქვეყანაში 2021 წელს და 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 1 387 000 არის დასაქმების მაჩვენებელი.

„ჩვენი ამოცანაა შევქმნათ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის შემცირების თვალსაზრისით გვექნება ძალიან სერიოზული პროგრესი.

ასევე, რაც შეეხება საშუალო ხელფასს, 712-ნახევარი ლარი იყო საშუალო ხელფასი საქართველოში 2012 წელს. უკვე წლევანდელი მონაცემებით 2 000 ლარს გადააჭარბა საშუალო ხელფასმა ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს დაახლოებით სამმაგი ზრდა და 2028 წლისთვისაც გვაქვს ამბიციური ამოცანა, 3 500 ლარს უნდა გადააჭარბოს საშუალო ხელფასმა ჩვენს ქვეყანაში. ამაზეც ანგარიშს ჩავაბარებთ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას 4 წლის შემდეგ.

ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ გვაქვს კარგი, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, აღსრულების გარეშე საქმე არ გამოდის. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი, რომელიც ჩვენი ეკონომიკური გეგმების აღსრულებას სათანადოდ უზრუნველყოფს. ასევე გვაქვს ძალიან ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესი არის თავისუფალი, ეს არის სიახლე საქართველოში 2012 წლის შემდეგ. გახსოვთ რა ხდებოდა საქართველოში ამ თვალსაზრისით 2012 წლამდე. გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეს ყველაფერი ქმნის საუკეთესო პირობებს იმისათვის, რომ ყველა დაპირება სათანადოდ შესრულდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია