ირაკლი კობახიძე - ელექტროენერგიის გამომუშავება 2012 წელს შეადგენდა 3359 მეგავატს, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 4600 მეგავატი იქნება, 2030 წელს - 10 ათას მეგავატზე ავა და გავხდებით დამოუკიდებელი ქვეყანა ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით

ენერგეტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის - გვინდა, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის თვალსაზრისით, სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდეთ, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში აბსოლუტურად მიღწევადია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში მთლიანობაში 63 ჰიდროელექტროსადგური, 2 თბოელექტროსადგური, 1 ქარის ელექტროსადგური აშენდა.

„ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში 2012 წელს შეადგენდა 3359 მეგავატს და 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 4600 მეგავატი იქნება. 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, ამ მაჩვენებელმა გადააჭარბოს 8000 მეგავატს, ხოლო 2030 წელს 10 ათას მეგავატს და ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავხდებით სრულად თვითკმარი, დამოუკიდებელი ქვეყანა ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით. ჩვენ აღარ დაგვჭირდება ელექტროენერგიის იმპორტირება. ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება არა მხოლოდ უნდა დაეწიოს ეკონომიკის განვითარებას, არამედ უნდა გაუსწროს და გავხდეთ სრულად თვითკმარი ქვეყანა ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა