ირაკლი კობახიძე - 2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს

2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი და ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მოქალაქეებისთვის.

„2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი და ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება. ჩვენი პროგრამის თანახმად, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს და ჩვენი პროგრამის თანახმად, მომდევნო წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალური ცენტრი იქნება დაფარული და მუნიციპალური ცენტრების მიღმაც ათეულობით იუსტიციის სახლი იფუნქციონირებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს