ბადრი ჯაფარიძე - არც ირიბად და არც პირდაპირ არ ვაპირებთ თვითმარქვია პარლამენტს ლეგიტიმაცია მივანიჭოთ - ვითხოვ, მანდატი შემიწყვიტონ!

არც ირიბად და არც პირდაპირ არ ვაპირებთ თვითმარქვია პარლამენტს ლეგიტიმაცია მივანიჭოთ. ვითხოვ, მანდატი შემიწყვიტონ! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, როდესაც „ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

მისივე თქმით, ქვეყანაში თვითმარქვია პარლამენტია და არ აპირებენ ლეგიტიმურობა მიანიჭონ.

„გამოვაქვეყნებთ, თუ რა ფორმით დავწერეთ განცხადება. არც ირიბად და არც პირდაპირ არ ვაპირებთ თვითმარქვია პარლამენტს ლეგიტიმაცია მივანიჭოთ. ვითხოვ, მანდატი შემიწყვიტონ! ეს თვითმარქვია პარლამენტია და არ ვაპირებთ მის ლეგიტიმურობას, არ მინდა სიაში ვიყო. ყველა ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. 2020 წელს, ჩვენ შარლ მიშელის შუამავლობით შევიმუშავეთ შეთანხმება, რომელიც დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“. 2020 წელს, შევთანხმდით, რომ 2021 წელს არჩევნების ჩატარებასთან ერთად განისაზღვრებოდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების მექანიზმი. ამ შეთანხმების საფუძველზე შევედით. მანდატი შემიწყვიტა “ქართულმა ოცნებამ” და გამოვიდა შეთანხმებიდან. არც ხელი არ აჰკანკალებია. უსამართლოდ და უსინდისოდ გააუქმეს მანდატი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

კერძოდ, პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალური განცხადებები, მანდატების დათმობის შესახებ, საქართველოს პარლამენტში „ძლიერი საქართველოს “ ლიდერებმა წარადგინეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს