მამუკა მდინარაძე - ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს იმაზე, რომ დიახ, ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი და ქალს ერქმევა ქალი და ეს ვერ გახდება სასაცილო ამბავი ვერასდროს

ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს იმაზე, ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რომ, დიახ, ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი და ქალს ერქმევა ქალი და ეს ვერ გახდება სასაცილო ამბავი ვერასდროს- ოპოზიცია ხშირად ისეთ ალტერნატივებს სთავაზობს საზოგადოებას, რომლის ფარგლებშიც, ვიღაცებს უჩნდებათ წარმოდგენა,თითქოს ევროპა არის ლგბტ კანონის გაუქმების მოთხოვნა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამას წარადგენდა.

მდინარაძის თქმით, სწორედ ევროპა არის ქრისტიანულ ღირებულებებზე შექმნილი და დაფუძნებული ერთობა ქვეყნებისა.

„ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს იმაზე, ამ არჩევების შედეგებიდან გამომდინარე, რომ, დიახ, ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი და ქალს ერქმევა ქალი და ეს ვერ გახდება სასაცილო ამბავი ვერასდროს. მართლაც, 10-15 წლის წინ ამაზე რომ გველაპარაკა, შეიძლება ვიღაცას დაეცინა, რა დროს ეს არისო, მაგრამ, სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა. საბედნიეროდ, აშშ-ში ჩვენს შემდგომ ჩატარებულმა არჩევნებმა უზრუნველყო ის, რომ იქაც ასე საუბრობენ და იქაც ლეგიტიმაცია ამ მიდგომას მისცა ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებამ.

ყველაზე მთავარი, რატომღაც ჩვენი ოპონენტები რისკავენ და ისეთ საკითხებს, რაზეც ვილაპარაკე, უკავშირებენ ევროპას და ევროპულობას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არც ერთ ეროვნულ საზოგადოებაში არ არის პოპულარული. ხშირად ისეთ ალტერნატივებს სთავაზობენ საზოგადოებას, რომლის ფარგლებშიც, ვიღაცებს უჩნდებათ წარმოდგენა, რომ თითქოს ევროპა არის ლგბტ კანონის გაუქმების მოთხოვნა და თავად ევროპელებიც, არაერთი ადამიანი, ამაზე აპელირებს. არჩევნებზე განცხადებებს აკეთებდნენ და ორი კანონი გააუქმეთო არაერთი ევროპელი პოლიტიკოსი მოგვიწოდებდა - „გამჭვირვალობის კანონი“ და „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი“. რა თქმა უნდა, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ევროპა, პირველ რიგში, ეს არის ქრისტიანულ ღირებულებებზე შექმნილი, დაფუძნებული ერთობა ქვეყნებისა. ღირსება ჩვენი მოგონილი არ არის, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ექსკლუზივი, ეს არის, მათ შორის, ევროპული ქრისტიანული საწყისი და ჩვენ თუ გვინდა, რომ ევროპა და ევროპელობა იყოს კვლავ და მუდამ პოპულარული ამ ქვეყანაში, უნდა ვიცოდეთ, რომ ვიღაცები, ვითომ ევროპელობას რომ იჩემებენ და პოლიტიკურ ექსკლუზივად მიაქვთ, სინამდვილეში, იბრძვიან ევროპისა და ევროპელობის წინააღმდეგ“, - განაცხადა მდინარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო