ირაკლი კობახიძე - მადლობა პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის, წარვუდგინეთ ძალიან ამბიციური პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად შესრულებადია და პასუხისმგებელი ვართ, რომ 4 წლის თავზე პირნათლად წარვდგებით საზოგადოების წინაშე

მადლობა პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან დღეს პარლამენტსა და საზოგადოებას ამბიციური პროგრამა წარუდგინა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, ამბიციური პროგრამა, რომელიც დღეს წარვუდგინე კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას. ჩვენ 4 წლის შემდეგ საზოგადოების წინაშე წარვდგებით ჩვენი ანგარიშით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შევასრულოთ. ამ პროგრამაში ასახულია ძალიან ამბიციური მიზნები, თუმცა ეს მიზნები ამასთან ერთად არის აბსოლუტურად შესრულებადი და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ 4 წლის თავზე პირნათლად წავდგებით საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს