ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია სრულად არის დეზორიენტირებული - შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია უსუსურ და მძიმე მდგომარეობაშია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, რაც „ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას“.

„ოპოზიცია სრულად არის დეზორიენტირებული. მძიმე მდგომარეობაში არიან. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი საკუთარ მხარდამჭერებს მთელი თვეების განმავლობაში ატყუებდნენ, რომ არჩევნებს იგებდნენ, ატყუებდნენ, რომ ჩვენი მხარდაჭერა იყო 20-30% და 35%, თუმცა, ამასობაში ფაქტის წინაშე დადგნენ და ახლა უწევთ საკუთარი მხარდამჭერების მიმართ თავის მართლება. ეს იწვეს მათ დეზორიენტაციას, მათ უსუსურ მდგომარეობას, რაც საბოლოოდ კარგია. ისინი შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას“,-განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მანდატების გაუქმებას, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიციის უფლებაა, რომ ამასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანოს.

„მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს. გახსოვთ, შარშან ჩვენ მიიღეთ გადაწყვეტილება მანდატების არ შეწყვეტასთან დაკავშირებით, წელს როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, დამოკიდებულია მსჯელობაზე. ჯერჯერობით, ჩვენ მასთან დაკავშირებით მსჯელობა არ გვქონია, დაველოდებით ოპოზიციის განაცხადებს და ამის შემდეგ შედგება მსჯელობა“,-განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია